ტრამპი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე ალაპარაკდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავლისთვის ამერიკამ რუსეთთან და ირანთანაც კი მოახერხოს ურთიერთობების რეგულირება, თუმცა იქვე მიანიშნა, რომ ეს შესაძლოა, ვერც ვერასოდეს მოხერხდეს.
„რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ამ ბნელი გზით სვლას თუ მოახერხებს და შეუერთდება ცივილიზებული ქვეყნების რიცხვს. იმედი მაქვს, რომ ოდესმე რუსეთთან და ირანთანაც კი ურთიერთობას დავალაგებთ, თუმცა შესაძლოა, ეს არასოდეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე დაამატა, რომ „ამერიკას, როგორც მსოფლიო ეკონომიკის ლიდერს, ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს მსოფლიოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები