ასადი პირობას დებს, რომ სირიაში ტერორისტებს პირწმინდად გაანადგურებს
ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პირველი ერთობლივად კოორდინირებული საჰაერო იერიშის შემდეგ, ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ ქვეყნის დაბომბვის შემდეგ, მთავრობა კიდევ უფრო მოტივირებული გახდა, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით.
„ჩვენ ვიბრძოლებთ და გავანადგურებთ სირიაში მოქმედ ყველა ტერორისტს“, – განაცხადა ბაშარ ასადმა.
ამასობაში კი, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ ბაშარ ასადს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ირანი ასეთ წუთებში მუდამ სირიის გვერდით იდგება. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საჰაერო იერიში ასადის ხელისუფლების მიზანმიმართულობას ვერ შეასუსტებს.