ჯონ მაკკეინი: ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო

„ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს შეერთებული შტატების სენატორი ჯონ მაკკეინი.
„ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო. ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებს მადლობას ვუხდი ამ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. იმისათვის, რომ შორეულ პერსპექტივაში წარმატებას მივაღწიოთ, სირიასთან და მთლიან რეგიონთან დაკავშირებით, ყოვლისმომცველი სტრატეგია გვჭირდება“, – წერს მაკკეინი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები