ებრაელმა რადიკალებმა მეჩეთი გადაწვეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ორმა ებრაელმა რადიკალმა მეჩეთი გადაწვა. ისრაელის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ალაჰის შეურაცხმყოფელი წარწერებიც გააკეთეს ტაძარში.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. პოლიცია უკვე იძიებს მომხდარს.

მსგავსი სახის დანაშაული უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა. ამ სახით ებრაელი ულტრა-მემარჯვენეები, რომლებსაც „ტაგ მახირებს“ უწოდებენ, მთავრობის ან პალესტინელების ქმედებების მიმართ პროტესტს გამოხატავენ.
ხანძრის შედეგად ტაძრის მხოლოდ გარკვეული ნაწილი დაზიანდა. ცეცხლი ტაძარში მაშინ გაჩნდა, როდესაც შენობაში არავინ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები