კიევის ცენტრში, შენობას ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს

კიევის ცენტრში, პეჩერის რაიონში, უცნობმა პირმა შენობას ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნა ცეცხლი. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.
პოლიციაში შეტყობინებინების შესვლისთანავე, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები, სპეცდანიშნულების რაზმი და გამნაღმველები გამოცხადდნენ.
პოლიციის განცხადებით, შენობაში, რომელიც აფეთქებების შედეგად დაზიანდა, განთავსებულია რესტორანი და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლობა. პოლიციამ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო, სადაც კარგადაა ასახული, თუ როგორ განვითარდა შემთხვევის ადგილას მოვლენები. გამოძიებას ჯერ ეჭვმიტანილი არ ყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები