საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭუნ შანი შეხვედრაზე, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც მან ჩინეთის სამთავრობო და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა, აგრეთვე მოხსენებით გამოვიდა ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელიც „სარტყელისა და გზის” ინიციატივის მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პლატფორმების განხილვას მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები