ფინანსთა მინისტრი ბანკების წინააღმდეგ – მამუკა ბახტაძე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს

დღეს, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მედიას შეხვდება. მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში, 14:00 საათზე ეკონომიკის სფეროში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
“13 აპრილს, 14:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბიზნესისა და ეკონომიკის თემაზე მომუშავე მედიასაშუალებებებს იწვევს შეხვედრაზე, რომელზეც დეტალურად ისაუბრებს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ინიციატივებზე”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს. კერძოდ, მთავრობა მეწარმეებისთვის მაღალპროცენტიანი სესხების ალტერნატივას ქმნის – შესაბამისი განცხადება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში გააკეთა, სადაც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა ბახტაძის თქმით, ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები