რუსთავში, ტექნიკის ლომბარდში ორი არასრულწლოვანი შეიჭრა – ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდში, ორი არასრულწლოვანი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, ფეხის დარტყმით დააზიანა ლომბარდის შიდა კედელი და თანამშრომელისგან გარეთ გასვლას მოითხოვდა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები