ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლება არის ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში

„არსებობს ე.წ. ლიბერალური, ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თავმჯდომარე Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
„არსებობს ე.წ. ლიბერალური, ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი პრეზიდენტის შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბრძოლას არავითარი საერთო არა აქვს ლიბერალიზმთან ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენი ხელისუფლება არის ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველოში აუცილებლად გაგრძელდება დემოკრატიის პროცესი, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები