ირაკლი კობახიძე: Freedom House-ის ანგარიშში მრავლადაა გაპარული ფაქტობრივი შეცდომები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მრავალი ფაქტობრივი შეცდომაა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომები. მაგალითად, ანგარიშის ავტორები სასამართლოს ადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეში, როდესაც ქართულ სასამართლოს ამ საქმესთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ანგარიშიდან იკითხება, რომ მისი ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები