ირაკლი კობახიძე: ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, “ქართული ოცნება“ მთელი შემართებით განაგრძობს მუშაობას

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გუნდში რამდენიმე წევრმა შეცდომა დაუშვა, თუმცა შიგნით არსებული ვითარება და სულისკვეთება ძალიან კარგია.
მისივე თქმით, დაირღვა დისციპლინა, რაც განიხილება და შეფასდება.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის გუნდის რამდენიმე წევრი, რომელმაც შეცდომები დაუშვა, თუმცა გუნდში ძალიან კარგი ვითარება და კარგი სულისკვეთებაა. არის 100-ზე მეტი დეპუტატი, რომელიც მოვლენებს სწორად აფასებს. გარკვეული შეცდომებია, თუმცა არსებობს რესურსი იმისათვის, რომ ურთიერთობები ამ ადამიანებთანაც დალაგდეს. ბუნებრივია, იქნება შესაბამისი წინაპირობები. ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. “ქართული ოცნება“ მთელი შემართებით განაგრძობს მუშაობას. ჩვენ არ გვცალია და არ უნდა გვეცალოს იმისთვის, რომ ასეთი დაპირისპირების ნიშნები გავაჩინოთ. გვაქვს უამრავი საქმე. პარლამენტს გააჩნია ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, გაგრძელდება შესაბამისი პროცესები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ კონკრეტული წესები გაიწერება და ამ წესებთან მიმართებით გვექნება რეაგირების მექანიზმები. ასეთი წესები ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში და ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში არსებობს. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა დაწერილი და დაუწერელი წესების არსებობა. ეს წესები შემუშავდება და ამ წესების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები