ირაკლი კობახიძე: „freedom house”-ის ანგარიში იმეორებს რუსთავი 2-ისა და მიხეილ სააკაშვილის მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს

„გუშინ გამოქვეყნდა ამერიკული ორგანიზაცია „freedom house-ის“ ანგარიში საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორებს არსებითად უჭირთ ხელისუფლების გაკრიტიკება, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ანგარიშის დეტალებზე საუბრით არ გადაგღლით. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ მის რამდენიმე ასპექტზე“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „freedom house-ის“ ანგარიშს საგანგებო ბრიფინგზე.
„შემაშფოთებელია, ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან“. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილი პროდასავლური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ და ამ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ამოცანაც არის. თუმცა, ეს მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია აღარ ვრცელდება სააკაშვილსა და მის პარტიაზე, რომელიც, ობიექტურ მიზეზთა გამო, აღარ არის საინტერესო ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფრაზა ჩვენთვის გაკვირვებას იწვევს,
ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში. საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა პანორამა თბილისთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას. ანგარიში იმეორებს რუსთავი 2-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები