მამუკა ბახტაძე: Freedom House-ის დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს საქართველოში

„დემოკრატიის მაღალი ხარისხი, მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია“ – ასე შეაფასა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2017 წლის ანგარიში ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ Freedom House-ის შეფასებები არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც დღეს საქართველოშია.
„მე ვიტყოდი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის დემოკრატიის მაღალი ხარისხის მიღწევა, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, ეს არის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისათვის, საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია.
ამის შესახებ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები