“ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ყოფილა ბოლშევიკური პარტიის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობაა“

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი “ევროპული საქართველოს” ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ, საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებას ეხება. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ყოფილა ბოლშევიკური პარტიის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობაა“.
მისივე თქმით, სწორედ მათ მისცეს რუსეთს საშუალება, განეხორციელებინა აგრესია და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ვითომ დამოუკიდებლობა.
„თუ ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ყოფილა ბოლშევიკური პარტიის შემდეგ, არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განაყოფით, რომელმაც მისცა რუსეთს საშუალება განეხორციელებინა აგრესია და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ვითომ დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
აღსანიშნავია, რომ “ევროპული საქართველო” რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ, სპეციალური საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების ინიციატივით გამოდის. პარტიის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის სერგი კაპანაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მედიასაშუალებებისათვის დაფინანსების შეზღუდვა და ასევე, რუსული მაუწყებლობის შეზღუდვა უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები