სოფიო ხორგუანი: ვფიქრობ, მთავრობაში გარკვეული სახის ცვლილებები მოსალოდნელია

უფლებადამცველი, სამართალმცოდნე სოფიო ხორგუანი არ თვლის, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში განვითარებული პროცესები „ქართული ოცნების“ დაშლით დასრულდება.
შესაბამისი შეფასება სოფიო ხორგუანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
თუმცა, ხორგუანი ვარაუდობს, რომ გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია მთავრობაში.
„მე ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ დაშლას გამოვრიცხავ, არ დაიშლებიან თუნდაც წმინდა პრაგმატული მოსაზრებების გამო, იმიტომ, რომ უმრავლესობა ბევრ პრივილეგიას აძლევთ – უმრავლესობას თავისი კვოტები აქვს და ა.შ., ასე რომ, დღეს უმრავლესობა არ დაიშლება. რაც შეეხება მთავრობაში მიმდინარე პროცესებს, მგონია, რომ გარკვეული სახის ცვლილებები მოსალოდნელია“, – აღნიშნა სოფო ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები