ზაქარია ქუცნაშვილი: ის რაც ხდება მმართველ გუნდში, კრიზისი არ არის

“ქართული ოცნების” დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ის რაც ხდება მმართველ გუნდში ხდება, კრიზისი არ არის. თუმცა, ქუცნაშვილის განმარტებით, გუნდს გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნია, ხოლო კრიზისი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობას ნიშნავს.
„უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნები სახეზეა და ამ ნიშნებს მკურნალობა სჭირდება. თუ დააკვირდებით, მე ვერიდები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას და არის მიზეზები, რის გამოც ვერიდები. თითოეული ამ შემთხვევის განხილვა და შეფასება რომ დავიწყო, უნებლიეთ ჩამრთავთ ამ დაპირისპირების ელემენტებში”, – აღნიშნული არგუმენტით ქუცნაშვილმა უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზების შეფასებისგან დღეს თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები