გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ილჰამ ალიევის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის, დინამიკური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად გაგრძელდება.
“გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ დინამიკური ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა სფეროში ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ჩვენი ერების და სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში გუშინ ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში, ამომრჩეველთა 86 პროცენტის მხარდაჭერით, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმარჯვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები