დავით ჭიჭინაძე: დღეს “ქართულ ოცნებაში” ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, რომელიც კვირიკაშვილს გაუწევს კონკურენციას

მე დღეს „ქართულ ოცნებაში“ ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს კონკურენციას გაუწევს და მის ჩანაცვლებას შეძლებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსალოდნელია თუ არა, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი გახარიამ ჩაანაცვლოს.
“მე დღეს “ქართულ ოცნებაში” ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს გაუწევს კონკურენციას და მის ჩანაცვლებას შეძლებს. ეს არის ადამიანი, რომელიც აერთიანებს ყველა მიმართულების (ლიბერალური, კონსერვატიული, სოციალისტური) ადამიანს, რომელიც “ქართულ ოცნებაშია” წარმოდგენილი. ბოლო მომენტი რომ არ ყოფილიყო, სამუშაო მდგომარეობაში მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებდით ერთობას. სხვა ადამიანს, ეს გახარია იქნება თუ სხვა, არ გააჩნია ის რესურსი, რომ ამ ხალხის გაერთიანება შეძლოს”, -აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები