მაია ბითაძე: სამგორის გამგებელს გარკვეული ჩამორჩენები ჰქონდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, სამგორის რაიონის გამგებლის, დავით კერესელიძის თანამდებობის დატოვების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ეს გადაწყვეტილება გარკვეული ჩამორჩენების გამო მიიღო.
მისივე თქმით, გამგებელმა თავისი რესურსი ამოწურა.
“როგორც იცით, მაქსიმალისტური მოთხოვნაა თითოეული საჯარო მოხელის მიმართ, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტშია დასაქმებული. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული თითოეული ადამიანის რესურსი. გამგებელმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან ამოწურა თავისი რესურსი. იყო გარკვეული ჩამორჩენები, რის გამოც მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვსაუბრობ ჩამორჩენაზე და არა დარღვევებზე. დარღვევებს სხვა სამართლებრივ ფორმატში ვიხილავთ, ხოლო ჩამორჩენებს და წარმატებებს – სხვა ფორმატში”, – განაცხდა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამგორის რაიონის გამგებელმა, დავით კერესელიძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები