დავით ჭიჭინაძე: არავის უნდა ეგონოს, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს კერძო საკუთრებაა

„უნდა ვიმუშაოთ, უნდა შევთანხმდეთ და არავის უნდა ეგონოს, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს კერძო საკუთრებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ჭიჭინაძემ ე.წ. გასარიცხ დეპუტატთა სიის არსებობის თაობაზე, ნუკრი ქანთარიას განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავს სიას ვერავინ შეადგენს.
„უნდა ვიმუშაოთ, უნდა შევთანხმდეთ და არავის არ უნდა ეგონოს, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს კერძო საკუთრებაა, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად ხელისუფლებაში მოსული პარტია და მის ყოველ წევრს თავისი წვლილი აქვს შეტანილი, პარტია არ შედგება მარტო დეპუტატებისაგან, ამიტომ რას ნიშნავს დისციპლინის დამყარება?! მე მგონი, ეს არასწორი გამოთქმაა. ზოგადად ვთვლი, რომ სიას ვერავინ შეადგენს. ასე სიები ჩვენც შეგვიძლია შევადგინოთ, მაგრამ რა ძალა ექნება ამ სიას. ის განცხადებაც, რაც თავიდანვე გაკეთდა გედი ფოფხაძის მიმართ მის გუნდში დაბრუნებაზე, სწორედ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ გუნდში ერთიანობა შენარჩუნებულიყო, აღარ მომხდარიყო ის გაუგებრობა, რაც მოხდა“, -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დეპუტატი მაისისთვის დაანონსებულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის საკითხსაც შეეხო.
„მე ვფიქრობ ყრილობაზე თავმჯდომარე და ახალი პოლიტსაბჭო იქნება არჩეული“, -აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები