გია ვოლსკი: ქვეყნის განვითარებას რამდენიმე სუბიექტურმა თუ ობიექტურმა შემთხვევამ ხელი არ უნდა შეუშალოს

“უამრავი პრობლემის მიუხედავად, ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება და მე არ მგონია, რომ რამდენიმე განცხადებამ, რამდენიმე სუბიექტურმა თუ ობიექტურმა შემთხვევამ, ხელი უნდა შეუშალოს ამას”,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის გაძლიერებაზე და გარკვეული თამაშის წესების შემოღებაზე ფიქრობს, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.
“გუნდში დაპირისპირებაზე ლაპარაკი არათუ ნაადრევია, არამედ უსაფუძვლოა. თუ საზოგადოების თვალსაწიერში გამოვიტანეთ განსხვავებული პოზიციები, ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ კორექტულობის საზღვრები არსებობს, რაზეც მყარად უნდა შევთანხმდეთ.
მედიისთვის უფრო საინტერესოა თემა გარიცხვების შესახებ, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაძლიეროთ გუნდი და შემოვიღოთ გარკვეული თამაშის წესები, რომლებსაც ყველა უნდა მიჰყვებოდეს”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები