გიორგი მარგველაშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.

„გულითადად ვულოცავ ჩემს მეგობარს, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები კვლავაც განვითარდება, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებ მის სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები