გურჯაანში მამაკაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ახალგაზრდა მამაკაცი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის და თავის არეში ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები