ზემო ვეძისში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ნუცუბიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ნუცუბიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტები მერსედესის მარკის ავტომობილიდან ნიმუშებს იღებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საგამოძიებო მოქმედებები ზემო ვეძისში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, სადაც 4 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ მომხდარის მიზეზი შესაძლოა შურისძიება იყოს.რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ოთხივე დაჭრილ ახალგაზრდა კაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რაც შეეხება მეხუთე დაშავებულს, მორაგბე ლაშა საჯაიას მეგობარ გოგოს, ის ფეხში იყო მსუბუქად დაჭრილი და მან რესპუბლიკური საავადმყოფო გუშინვე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები