სასამართლომ ძარცვაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვის ჩადენაში ბრალდებული მ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, მ.ბ.-მ ქ.თბილისში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ხ.გ.-ს გასტაცა ხელჩანთა, მასში არსებული 16 200 ლარად ღირებული ოქროს ნივთებით, თანხით – 2000 ევროს, 1950 აშშ დოლარსა და 270 ლარის ოდენობით, პირადი ნივთებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.ბ.-ს ქმედებით დაზარალებულს დიდი ოდენობით 27 243 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა მ.ბ 2017 წლის 29 ივნისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები