გამოფენა – „დედაენის“ შექმნის სათავეებთან გაიხსნება

13 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გაიხსნება გამოფენა – „დედაენის“ შექმნის სათავეებთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება „დედაენისთვის“ შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ავტოგრაფები, გოგებაშვილის სახელმძღვანელოებისათვის შემქნილი ოსკარ შმერლინგისეული ილუსტრაციების ორიგინალები, იაკობისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების მიმოწერა „დედაენის“ შექმნის პროცესთან დაკავშირებით, პირველნაბეჭდი „დედაენა“, ანბანის პირველი ბეჭდური გამოცემა – 1629 წელს რომში დაბეჭდილი „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“, აფხაზური „დედაენა“ – რეპრესირებული წიგნი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის არქივს შემორჩა, მიძღვნითი წარწერით გამომცემელთაგან, „დედაენის“ 1920 წლის გამოცემის სტამბური კლიშეები და სხვ.

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 1, თსუ I კორპუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები