„სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმის „უმეთვალყურეოდ“ მიტოვების შესახებ გავრცელებული ცნობა რეალობას არ შეესაბამება“…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც კახეთში სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმის სავალალო მდგომარეობაზე წერდა. ამ ინფრომაციას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო

„სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმის „უმეთვალყურეოდ“ მიტოვების შესახებ გავრცელებული ცნობა რეალობას არ შეესაბამება და ის მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ვითარების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. კოღოთოში მდებარე სანდრო ახმეტელის ყოფილი მუზეუმის შენობა აშენებულია გასული საუკუნის მეორე ნახევარში საექსპოზიციო სივრცედ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მუზეუმს იქ არ უფუნქციონერია.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ სანდრო ახმეტელის მუზეუმის მეზობლად მცხოვრები უხუცესების გამოკითხვის შედეგად დაზუსტდა, რომ არათუ შენობა, არამედ, ადგილიც კი, რომელზეც სამუზეუმო შენობა აშენდა, არასდროს წარმოადგენდა ახმეტელთა საცხოვრისს. სიღნაღის რაიონის სოფ. ანაგიდან კოღოთოში 1891 წ. ახმეტელთა ოჯახის გადმოსახლების მიზეზი სანდრო ახმეტელის მამის კოღოთოს ეკლესიაში მღვდლად მსახურება იყო. ოჯახი სოფლის დასავლეთ ნაწილში  ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა, რომელიც ძველ სკოლასთან იდგა და რომელიც დღეს საერთოდ აღარ არსებობს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები