ვეძისში დაჭრილი პირებიდან ერთ-ერთი, მორაგბე ლაშა საჯაიაა

ზემო ვეძისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი რაგბის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლაშა საჯაიაა.
არსებული ინფორნაციით, მორაგბესთან ერთად იმყოფებოდა მისი ძმა და მეგობარი გოგონა.
ამ წუთებში დაჭრილები საავადმყოფოში იმყოფებიან.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, იქ 5 დაჭრილი შეიყვანეს. მათგან ერთ-ერთი ქალია. საავადმყოფოში საჯაიას და მისი ძმის ყოფნაც დასტურდება.

გავრცელებული ნფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი, კლინიკა უკვე დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი 4 პირიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ფილტვში აქვს მიყენებული.
ცნობილია, რომ ოთხივე დაჭრილი ვეძისის ქუჩის მცხოვრებია. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომელთაც გადაკეტილი აქვთ შემთხვევის ადგილი. შესაბამის საგამოძიებო სამუშაოებს ახორციელებენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა შსს-მ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეიყვანეს ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

„შეტყობინების მიღებისთანავე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცხადდნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლები. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის ფაქტი მოხდა. დაჭრილები არიან: 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები