„ირიაო“ „ევროვიზია 2018“-ის საკონკურსო სიმღერას ხვალ ისრაელში შეასრულებს

ქართული მუსიკალური ჯგუფი „ირიაო“ „ევროვიზია 2018“-ის საკონკურსო სიმღერას – „შენი გულისთვის“ საერთაშორისო მაყურებლის წინაშე, თელ-ავივში, ხვალ პირველად შეასრულებს. ისრაელში დაგეგმილ კონცერტში 43 ქვეყნის კონკურსანტი მონაწილეობს.
1 tv.ge-ს ინფორმაციით,  მიშო ჯავახიშვილი, გაგა აბაშიძე და ბუბა მურღულია Israel Calling 2018-ის ხალიჩაზე ჩოხებში ჩაცმულები მივიდნენ. მათ მედიისა და სხვა კონკურსანტების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ისმოდა შეძახილები: „ბრავო, ჯორჯია“.
ირიაო“ ხვალ იმღერებს „იავნანას“ ებრაულ ენაზე, რომელიც სპეციალურად ხვალინდელი კონცერტისთვის მომზადდა.
საქართველოს ეთნო ჯაზბენდი „ირიაო“ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში 10 მაისს წარდგება, სიმღერით „შენი გულისთვის“.
კონკურსი წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები