ეროვნული არქივი გამოფენას – „ქართული კინო ფოტოებში“  უმასპინძლებს

10 აპრილს, 16:00 საათზე, ეროვნულ არქივში, გამოფენა – „ქართული კინო ფოტოებში“  გაიხსნება.
როგროც „კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, გამოფენა – „ქართული კინო ფოტოებში“ აერთიანებს 1920-იან 1980-იან წლებში გადაღებული ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების ფოტოებს.
კინოოპერატორის მუშაობის პარალელურად, ფილმების კადრებს ფოტოგრაფებიც იღებდნენ. სწორედ ამის წყალობით დღემდე შემორჩენილია არამარტო დადგმული სცენები, არამედ მასზე მუშაობის პროცესი.
ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს 40-ზე მეტი მხატვრული ფილმის ფოტოებს. მათ შორისაა ფილმები: „აკაკის აკვანი“, „დღე პირველი დღე უკანასკნელი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ვერის უბნის მელოდიები“, „როცა აყვავდა ნუში“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვ.
გამოფენა 22 აპრილამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები