თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის ცხედრები აღმოაჩინეს – ისინი გაზით გაიგუდნენ
თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხოეთის მოქალაქე ცოლ-ქმარია. მათ ბინა რამდენიმე დღით ჰქონდათ დაქირავებული. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზად CO-თი ინტოქსიკაცია სახელდება. ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პრიმა მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.