თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, დიდუბის რაიონში 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, გოგოლაურის, აგლაძის, კერესელიძის, ვანის, თევდორე მღვდლის, ზესტაფონის, დავით ბაქრაძის, კედიას, ევდოშვილის, ცემის, სოხუმის, ზუგდიდის, სამტრედიის, ვახუშტი ბაგრატიონის, გუდაუთის, გაფრინდაულის, ყიფიანის და გვეტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დავითაშვილის, დიღომბარის, ნინი და კალისტრატე სალიების, სიღნაღის, სააკაძის და ბერიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და წყალსადენის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, ღრმაღელეს და გვაზაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 12:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, დიმიტრი ბაქრაძის, ჭოველიძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, ალექსი მაჭავარიანის და შოთა მილორავას ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.