გორში პოლიციასთან დაპირისპირების გამო დაკავებული 9 პირიდან 3 გათავისუფლდა

გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებული სამი ახალგაზრდა დარბაზიდან ადმინისტრაციული წესით გაათავისუფლა. ამავე ინციდენტზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული კიდევ 6-ი ადამიანი კი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.
მათ ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7-დ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ინციდენტი წუხელ გორში, სადგურის დასახლებაში მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ახალგაზრდებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კეცხოველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერში, 20-მდე ახალგაზრდას საპატრულო ეკიპაჟმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. ინციდენტის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 5-ი თანამშრომელი დაშავდა. დაზიანდა უწყების კუთვნილი 3-ი ავტომანქანაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები