ნინო მისრიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა – „ზარდახშა“ გაიხსნება

 12 აპრილს, 19 საათზე, არტგალერეა „ვაკე“ ნინო მისრიაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას – „ზარდახშას“ უმასპინძლებს.
„ნინო და მისი მასწავლებელი მარჯვენა ხელი და მისი მამა, პროფესიით ექიმი ზურაბ მისრიაშვილი წარმოგიდგენთ მხატვრულად დამუშავებულ ხეს, რომელიც ინკუსტირებულია მელხიორით და ფერადი ქვებით. ყველა ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშია, ხელნაკეთია, უნიკალური და ერთადერთია, ამავე დროს მას გამოყენებითი, ყოფითი დატვირთვაც აქვს: ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს უნიკალური ჯიშის მასალები: კაკალი, იფანი, თელა, ბზა და ა.შ. ძნელად იცვითება ხმარებაში“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა – გაყიდვა გასტანს 24 აპრილამდე არტგალერეა „ვაკეში“,  ირ. აბაშიძის 47.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები