კულტურის სამინისტრო ლეილა აბაშიძის ოჯახს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს თანაუგრძნობს

 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართველი მსახიობისა და სახალხო არტისტის ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. იგი პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, სადაც კატოს როლი შეასრულა.  იმ დროს მომავალი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. პირველ როლს მალე მეორე და მესამეც მოჰყვა („ოქროს ბილიკი“, 1945 წ. და „აკაკის აკვანი“, 1947 წ.).
განსაკუთრებული აღიარება მსახიობს მოუტანა ფილმებმა: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „შეხვედრა მთაში“.
მსახიობმა მრავალი პრიზი მიიღო. გახლდათ საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სახალხო არტისტი (1965) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები