გორში სამართალდამცველებმა 9 ადამიანი დააკავეს

გორში, სადგურის დასახლებაში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველებმა 9 ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი სამართალდამცველებსა და დაკავებულებს შორის დაპირისპირებაა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არის დაკავებულები, ექვსი კი – სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც წესრიგის დამცველის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ წინააღმდეგობას გულისხმობს.
დაზიანებულია შს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები