სოფელ აძვიდან გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს

სოფელ აძვიდან ე.წ. მესაზღვრეების მიერ გუშინ გატაცებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო “ცხელი ხაზი”.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა ორი პირი გუშინ გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები