ჯაფარიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, მამუკა ყირიმელის ინფორმაციით, თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
მისივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე ექვსი სახანძრო–სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
“კერძო საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი და სასხვენო გადახურვა იწვოდა. შემთხვევის ადგილას ექვსი სახანძრო–სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. მეხანძრე–მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი მალე იყო ლოკალიზებული და მეტ ფართობზე არ გავრცელებულა. დაზიანება ორმა მოქალაქემ მიიღო”, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები