იტალიაში, ჯიფონის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად კონკურსი გამოცხადდა

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ჯიფონის კინოფესტივალი, იტალიაში, ჯიფონის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად 13-16 წლის ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებისთვის კონკურსს აცხადებს.
კინოცენტრის ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალურად შედგენილი ანკეტა, რომელიც განთავსებულია ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდსა და Giffoni Georgia-ს ფეისბუქის გვერდზე.
კინოცენტრი კონკურსანტებს სთხოვს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამოტივაციო წერილს.
იხ: http://www.gnfc.ge/geo/news/1482

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები