გრიგორი კარასინი თბილისიდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე – “ჩვენ კარგად გვესმის”
მოსკოვს ესმის, რომ თბილისმა რუსეთის ფედერაციის დიპლომატის საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება დასავლური ქვეყნების ზეწოლის შედეგად მიიღო, – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება დასავლური სახელმწიფოების- პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს ზეწოლის შედეგად მიიღო. ჩვენში ამ გადაწყვეტილებამ იმედგაცრუება გამოიწვია”, – განუცხადა გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტის“.