ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი გაიმართება

 12 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი: „ეთნოფესტი – 2018“ მონაწილეებისთვის გამოცხადდება.
სამიტის ორგანიზატორების ინფორმაციით, პრეზენტაციაზე პოტენციურ მონაწილეებს წარედგინებათ სამიტის პროგრამა, მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები და ინფორმაცია მის ფარგლებში ჩასატარებელი ტრენინგებისა და კონკურსების შესახებ.
ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი – 2018“ არის დარგში ჩართული მწარმოებლების, ბიზნესის წარმომადგენლების, პროფესიონალების და დაინტერესებული საზოგადოების მეორე საერთაშორისო თავყრილობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. სამიტი წარმოადგენს საქართველოში ტრადიციული რეწვის განვითარების სტიმულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომლის მიზანია სექტორის პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა და ტრადიციული რეწვის როლის წამოწევა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
სამიტი გაიმართება თბილისში, 28-30 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით.
სამიტის ფარგლებში გათვალიწინებულია საერთაშორისო ექსპერტების და ბაიერების ვიზიტი, რაც მიზნად ისახავს ადგილობროვი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე წვდომის გაზრდას. „ექსპოს“ პარალელურად, სამიტი მონაწილეებს შესთავაზებს პროდუქციის განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებისა და უორკშოფების სერიას, რომლებსაც გაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები. მონაწილეებს შორის ახალი კონტაქტების დამყარების მიზნით, სამიტის ფარგლებში გაიმართება სპეციალური საკომუნიკაციო შეხვედრები; ეთნოფესტზე ასევე გათვალისწინებულია მონაწილეთა შორის თემატური კონკურსების ჩატარება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები