ლონდონში ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება

 1-8 მაისს ლონდონის ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.

ფესტივალის პროგრამა:

სამშაბათი, 1 მაისი – Terroirs Trafalgar Square

18.30 გახსნის ცერემონია. გამოფენის გახსნა „ქართული კინოაფიშები ეროვნული არქივიდან“, ქართული ღვინისა და კერძების თანხლებით. გამოფენა გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში.

ოთხშაბათი, 2 მაისი – Terroirs Trafalgar Square

19-19:30 საღამო ჯონ ვურდემანთან და ანსამბლ „დიდგორთან“ ერთად, თბილისის „აზარფეშასა“ და „პოლიფონიას“ შეფ-მზარეულების თანხლებით.

ხუთშაბათი, 3 მაისი – Regent Street Cinema

18.45 „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ 2017 / 120 წუთი / ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი – დისკუსია მერაბ ნინიძესთან

პარასკევი, 4 მაისი – Regent Street Cinema

18.30 „გოგიტას ახალი ცხოვრება“ 2016 (74 წუთი) – დისკუსია ლევან კოღუაშვილთან
20.30 „ცისფერი მთები“ 1983 (97 წუთი) – ფილმს წარადგენს რეჟისორი ელდარ შენგელაია

შაბათი, 5 მაისი – Regent Street Cinema

14.00 „სავარძელი“ 2017 (99 წუთი) – დისკუსია ელდარ შენგელაიასთან
16.00 „დამოუკიდებლობის ქრონიკები“ 1918-1921 (58 წუთი) – პანელდისკუსია საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესახებ ნინო ძანძავასთან ერთად. მოდერატორი – ტერეზა ჩერფასი
18.20 „ჩემი ინგლისელი პაპა“ 1987 (76 წუთი) – პანელდისკუსია ნანა ჯორჯაძესთან, ტერეზა ჩერფასთან, მერაბ ნინიძესთან და ელდარ შენგელაიასთან ერთად თემაზე „კინოწარმოება „პერესტროიკის“ პერიოდში“
20.30 „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“ 2017 (61 წუთი) – დისკუსია ელენე ნავერიანთან

კვირა, 6 მაისი -Regent Street Cinema

14.00 „სხვისი სახლი“ 2016 (103 წუთი) – დისკუსია რუსუდან გლურჯიძესთან
16.20 „ანასირმას სახარება“ (29 წუთი) – დისკუსია ელენე ნავერიანთან. პანელდისკუსია თემაზე: „რამდენად ლიბერალურია თბილისი“
18.00 „მზის ქალაქი“ 2017 (104 წუთი) – დისკუსია რატი ონელთან
20.15 „ჩვენი სისხლი ღვინოა“ 2018 (78 წუთი)-  დისკუსია ემილი რეილსბეკთან, ჯერემი ქუინთან, ჯონ ვურდემანთან, ლუარსაბ ტოგინიძესთან

ორშაბათი, 7 მაისი -Regent Street Cinema

18.30 „დედე“ 2017 (97 წუთი ) – დისკუსია მარიამ ხაჭვანთან
20.45 „აღსარება“ 2017 (89 წუთი) – დისკუსია ზაზა ურუაშაძესთან

სამსაბათი 8 მაისი -Regent Street Cinema

18.00 „როცა დედამიწა მსუბუქია“ 2015 (76 წუთი)/დავით მესხი, თამუნა ქარუმიძე და სალომე მაჩაიძე
19.35 „საშიში დედა“ 2017 (107 წუთი) – დისკუსია ანა ურუშაძესთან. დახურვის ცერემონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები