იტალიის საელჩო საქართველოში ოთხ გამოფენას გამართავს

Check in Georgia 2018-ის ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩო ოთხ გამოფენას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო და ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პირველი გამოფენა „აღორძინების ეპოქის გრაფიკა“ – ტურინის სამეფო მუზეუმის კუთვნილი 50-მდე გრაფიკული დიზაინის მქონე ნამუშევარი თბილისში, სავარაუდოდ, მაისში ჩამოვა. ნამუშევრების ავტორებს შორის არის: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.
მეორე გამოფენაა – „ტიციანი, ფერთა დიდოსტატი“;
მესამე გამოფენა – „ბერნინი და რომაული ბაროკო“ მე-17 საუკუნის 50 მნიშვნელოვან ნამუშევარს მოიცავს;
მეოთხე, თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა – Evidence. A New State of Art – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV ) გამოფენაა, რომელიც აერთიანებს მიქელანჯელო პისტოლეტოს, ალბერტო დი ფაბიოს, ელიზა სტრინას, ეუჯენიო ჯილიბერტის, ლუიჯი მაინოლფისა და სხვათა ნამუშევრებს.
ეროვნულ მუზეუმში გამოფენების დათვალიერება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები