დისკუსია – „ქართული რომანი გლობალურ და ლოკალურ კონტექსტში“ გაიმართება

5 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება დისკუსია – „ქართული რომანი გლობალურ და ლოკალურ კონტექსტში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დისკუსიის ფარგლებში მონაწილეები ისაუბრებენ თანამედროვე ქართულ რომანზე, როგორც გლობალური ლიტერატურული პროცესის ნაწილზე.

მონაწილეები:
მედეა მეტრეველი (ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი);
ლაშა ბუღაძე (მწერალი, დრამატურგი);
თამარ ცოფურაშვილი (ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი);
მიხეილ ციხელაშვილი („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ საავტორო უფლებების მენეჯერი);
დავით გორგილაძე (კომუნიკაციების სპეციალისტი, დისკუსიის მოდერატორი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები