ლევან ბებურიშვილი წაიკითხავს ლექციას – „ქართული ენა – საერთაშორისო ენა“

11 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, ფილოლოგიის დოქტორის, ლევან ბებურიშვილის საჯარო ლექციას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, ლექცია ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება თემაზე: „ქართული ენა – საერთაშორისო ენა (ენის ფუტუროლოგიური კონცეფცია და გალაკტიონ ტაბიძე)“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები