ბათუმში, სამკერვალოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამკერვალოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლმა სამკერვალოში 18 კვ. მეტრ ფართობი გაანადგურა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის შედეგად, გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები