„თბილისის მერმა დაამტკიცა, რომ მას თანამშრომლობის დიდი რესურსი აქვს და დედაქალაქის ინტერესები მისთვის ამოსავალი წერტილია“
ფრაქციის „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ თავმჯდომარე ეგოჩა ენუქიძე გამოეხმაურა დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებას „სითი ინსტიტუტის“ საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კახა კალაძემ ამ შემთხვევაშიც გონივრული გამოსავალი შეარჩია, როდესაც აღნიშნულ კომპანიას კიდევ ერთი შანსი მისცა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. „თბილისის მერმა დაამტკიცა, რომ მას თანამშრომლობის დიდი რესურსი აქვს და დედაქალაქის ინტერესები მისთვის ამოსავალი წერტილია. მიუხედავად იმისა, რომ გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანიამ ყველანაირი სამუშაო ვადა დაარღვია და საბოლოო პროდუქტიც ხარვეზებით წარმოადგინა, კახა კალაძემ ამ შემთხვევაშიც გონივრული გამოსავალი შეარჩია, მისცეს „სითი ინსტიტუტს“ კიდევ ერთი შანსი და დაასრულებინოს ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოადგება თბილისს და კერძო კომპანიასაც არ დააზარალებს. ერთადერთი გაუგებარი ეპიზოდი ამ ამბავში ოპოზიციის ნაწილის ისტერიული ფონი იყო“ – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.