მაია ცქიტიშვილი: სამინისტროს პრიორიტეტად თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები დარჩება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა. იგი დღეს სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.
უწყების ცნობით, ახალი მინისტრი თანამშრომლებს ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.

”სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ სივრცითი მოწყობა იქნება, ამ მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი დღის წესრიგი არსებობს. ასევე, სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით მუშაობა. აქტიურად ჩავერთვები ამ გეგმების განხორციელებაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები