რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის ინიციატივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩუღურეთის მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სიტყვით გამოვიდა და ფორუმის მონაწილეებს მიესალმა. მან ფორუმს მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა და ჩუღურეთის რაიონის დეპუტატს რიმა ბერაძეს ამ პროექტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს პროექტი, რომელიც დღეს ჩუღურეთით იწყება, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტისა და სხვა კერძო კომპანიების კოორდინირებული  თანამშრომლობა მოქალაქეებთან, მათ დასაქმებაში დაეხმარება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, ორგანიზაციას და ადამიანს ვინც ჩართულია ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ, რომელიც ფორუმს პირველ მოადგილესთან გიორგი ახვლედიანთან, მოადგილეებთან დავით უჯმაჯურიძესა და მარიკა დარჩიასთან, ასევე საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა.

რიმა ბერაძის თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანია დაეხმაროს მოქალაქეებს დამსაქმებელთან დაკავშირებასა და სასურველი სამუშაოს სწრაფად და მარტივად მოძიებაში.

„დასაქმების პრობლემა საზოგადოებისთვის დღეს ძალიან აქტუალურია.  დასაქმების თხოვნით  მე, როგორც მაჟორიტარს ხშირად მაკითხავენ ჩემს წარმომადგენლობაში. ამიტომ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან ერთად, გადავწყვიტეთ დასაქმების პროგრამის ამოქმედება და ამ ადამიანების დასაქმება და, დღეს, ჩუღურეთის მოსახლეობას 15-მდე მსხვილი კომპანია რეალურ ვაკანსიებს სთავაზობს. ვფიქრობ, რომ  ეს  კარგი მაგალითია საზოგადოების სასარგებლოდ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობისა.  ეს არის  პროექტის დასაწყისი და სამომავლოდ მისი მასშტაბების ზრდა იგეგმება“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

ფორუმში  ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებმა 100-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა და 15-მდე კერძო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.  (მათ შორის პალიტრა მედია, აჭარა ჯგუფი, გუდვილი, კარფური, წისქვილი ჯგუფი, ვისოლ ჯგუფი, ალტაოქეი, უსაფრთხოების სამსახური „ალგანი“, Retail Group Georgia, ნეოგაზი, ფინანსური ბიურო, ინვალიდთა ასოციაცია, კავკასიის უნივერსიტეტი და სხვა).

კერძო კომპანიები დასაქმების მაძიებელთა კვალიფიკაციისა და სამუშაოს მოთხოვნების შესაბამისად შეირჩა.  ფორუმის ფარგლებში, სასურველი სამუშაოს საპოვნელად, მოქალაქეები და კომპანიის წარმომადგენლები  ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს.

დასაქმების ფორუმს თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად  ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები