ბათუმში, საცხოვრებელ სახლში 37 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსის ბინაში 37 წლის ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მეზობლების ინფორმაციით, საცოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სპეციფიური სუნი იყო, რის გამოც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები არიან მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები